თეონა აქუბარდია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინტერვიუდან შემდეგი აზრი გამოვიტანე: მოკლედ გრძელდება თავდაცვის სფეროში პარტნიორობა, რაც ავღანეთის მისიის და GDRP-ის შემდგომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე მოხდა შეფასება თავდაცვის ძალების საჭიროებების და მეორე ფაზაში 9 ბატალიონმა გაიარა წვრთნა ღრმავდება ახალი თანამშრომლობის მემორანდუმით, რომლის მიზანია შეკავების და თავდაცვის გაძლიერება თავდაცვის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით და განვითარებით.
საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა ნატოში წევრობისთვის და ამ გზაზე დარჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ციტატა:
-“ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს”-  რაც განპირობებულია შიდა დემოკრატიული პროცესების გაუარესებით ქვეყანაში.ნატოში გაწევრიანება კი დემოკრატიულ რეფორმებზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული.

Leave a Reply