ოთარ აბესაძე

მინდა რომ ყურადღებით წაიკითხოთ და გაიაზროთ ‼️
👀 პუნქტებად გავიაროთ საქართველოში არსებული მდგომარეობა.
✅ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული.
✅ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ”ფასიანი ქაღალდი” ლარი გაუფასურების სტადიიდან სტადიაში გადადის.
✅ სურსათსა და უალკოლო სასმელებზე 65% – ით არის გაზრდილი ფასი.
✅ კომუნალური გადასახადები გაზრდილია 20% – ით.
✅ საწვავის ფასი გაზრდილია 60% – ით და ღირს 1 ლიტრი 3 ლარზე მეტი.
✅ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ადამიანი სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა ცხოვრობს (ოფიციალური მონაცემებით)
✅ საგარეო ვალის მასშტაბი რომ წარმოგადგენინოთ აი ეხლა ამ წამს ბავშვი რომ დაიბადა მას უკვე საშუალოდ 8500 ლარი აქვს ვალი.
✅ არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის. (რაც შემოდის 70% – ზე მეტი არის ემიგრანტების მიერ ოჯახებში გადმორიცხული თანხა და დანარჩენი რეინვესტირება) ფაქტიურად “სხვისი” ფულით ქვეყანაში არაფერი არ იქმნება.
✅ მსოფლიო გადასულია პოსტ. კოვიდურ პერიოდში, ყველაფერი უბრუნდება პანდემიამდე არსებულ პერიოდს და ჩვენთან ახალი ტერმინი ჩნდება “ტვინდემია”.
📛 ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი ადამიანები წინასაარჩევნოდ გიქვეყნებენ ვიდეოს, რომ უნდა დასრულდეს ის პოლიტიკური პარტია, რომლის მმართველობა დასრულდა 2012 წელს და დღემდე არცერთ პოლიტიკურ არჩევნებში არ გაუმარჯვია 🙂
🛑 დასკვნები თქვენ გამოიტანეთ

Leave a Reply