ოთარ ფფანცულაია

ეკონომისტი

ბავშვთა შიმშილი..
მელიას ბანერი განხილვადი თემა გახდა. ვეცდები გავშალო ეს საკითხი.
♠️ პირველ რიგში პრობლემა უნდა ვაღიაროთ – მართალია მთავრობაში ამის შესახებ არაფერი უწყიან, მაგრამ ბევრი ოჯახი შიმშილობს, დღიდან დღემდე თავის გატანა ბევრი ოჯახისთვის ერთადერთი ყოველდღიური საზრუნავია.
♠️ შიმშილობენ ბავშვები, პენსიონერები, უმუშევრები, დაბალშემოსავლიანები, მრავალშვილიანი ოჯახები.
შიმშილის და უსახსრობის მიზეზით გაუარესებული ჯანმრთელობის გამო საქართველოში ყოველდღიურად კვდებიან ადამიანები.
♠️ საარჩევნო ბანერებზე ხშირად ვხედავთ პოლიტიკოსებს ცხოვრებით კმაყოფილ ოჯახის წევრებთან ერთად. ზოგჯერ ფოტოებში ღიპების და ჩასქელებული ღაბაბების დამალვაც არ გამოსდით. მაძღრები მშივრებს სთხოვენ ხმა მისცენ მათ სიმაძღრეს და ხალხის შიმშილს, ხალხიც მეათასედ ტყუვდება და ისევ იმას ირჩევს, ვინც შიმშილით კლავს.
♠️ შიმშილი და სიდუხჭირე არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანების საარჩევნოდ მოსყიდვა მარტივია. ცუდი ის არის, რომ შემდეგ ამ გასაცოდავებულ ადამიანებს ერჩის ყველა და ყველა უბედურებას მათ აბრალებს.
♠️ შიმშილი ნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია. როდესაც საუბარია ბავშვზე, აქ გულგრილი ვერ დარჩები – რაღაც უნდა იღონო.
ასე მაგალითად, პირველი არხი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა და რეალურად ნებისმიერი მთავრობის პროპაგანდისტულ მანქანას წარმოადგენს, ყოველწლიურად დაფინანსდება 72 მლნ ლარით. ანუ გადამხდელის ფულით მთავრობა ამ ტელევიზიის მეშვეობით ეწევა საკუთარ რეკლამას. თუკი პირველი არხი განკერძოვდება, ამ შემთხვევაში ბიუჯეტიც შეივსება და ამასთან გამოთავისუფლდება 72 მლნ ლარი, რაც სრულიად საკმარისია საჯარო სკოლებში დაწყებით კლასებში უფასო კვების უზრუნველსაყოფად.
თუკი არჩევანი დგას მუქთახორებსა და ბავშვთა ჯანმრთელობას შორის, ბუნებრივია რომ მეც და ყოველი თქვენგანიც ბავშვების მხარეს დაიჭერს.
♠️ თუმცა ეს შიმშილის პრობლემას ქვეყანაში ვერ მოაგვარებს. ადამიანები ამის შემდეგაც იშიმშილებენ, ხოლო არჩევნებზე ისევ ხმას მივცემთ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე მაძღარ და ცხოვრებით კმაყოფილ ბიძიებს..
♠️ ეკონომიკური პრობლემის მოგვარება შეუძლებელია სოციალური პროგრამებით – ვიდრე დახარჯავ, იქამდე ჯერ დოვლათი უნდა შექმნა.
თუ როგორ შევქმნათ დოვლათი, როგორ გავმდიდრდეთ, რათა შიმშილის პრობლემა სამუდამოდ გაქრეს პრობლემათა ნუსხიდან – ამის შესახებ არცერთი წამყვანი პარტია არ საუბრობს. მათ უბრალოდ იდეები არ აქვთ. მათი “პროფესიონალები” დღესაც მარქსისტულ ჭურში სხედან, ხოლო იქიდან მხოლიდ ის ჩანს, რომ წარმოდგენა არ აქვთ რა უყონ არსებულ ეკონომიკურ ჭაობს.
♠️ რაც შეეხება თავად ბანერს – მელიამ ათიანში “გაარტყა” და ისეთი მტკივნეული თემის აქტუალიზება მოახერხა, რისი მოგვარების შნო ქოცმთავრობას არ აქვს.

Leave a Reply