UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოში ბოლოდროინდელ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ვფიქრობ ჩემმა გულშემატკივრებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემს ცხოვრებას  ადევნებენ თვალს,  კარგად იციან, რომ  ზოგადად მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ,  თუმცა ყოველთვის  მტკიცედ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას საქართველოში მომხდარ  ამა თუ იმ მოვლენაზე! 
ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩვენი ქვეყნის სიმბოლო და ღირსება  სახელმწიფო დროშაა, რომელიც თავისი შინაარსითა და დანიშნულებით იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლო!   ამ დროშით ხელში გამოვდივარ მეც და მაქსიმალურად ვცდილობ ყოველთვის  გააზრებული მქონდეს  ყველა ის პასუხისმგებლობა, რასაც მოცემულ მომენტში ჩემი ქვეყნის სახელით, მისი დროშის ქვეშ დგომა ჰქვია.
მესმის რომ ქვეყანაში ერთმანეთისგან  რადიკალურად განსხვავებული,  პოლიტიკური პოლუსებია, ყველა მათგანს აქვს კონკრეტული ხედვა, მიზანი. ყველა მათგანს ჰყავს თავისი  ამომრჩეველი და უფლება გამოხატოს საკუთარი  აზრი!  მაგრამ როდესაც ვხედავ როგორ აგლეჯენ  ერთმანეთს ხელიდან დროშებს, ცოცხებით უტევენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ღირსებას,  ეს უამრავ ნეგატიურ ემოციას იწვევს ჩემში.
ხალხნო ნუ დაეშვებით ამ  დონემდე.
ეს არ არის ჩვენი სახე!
არცერთი პოლიტიკური ორიენტაცია და მიზანი არ ამართლებს ამ საქციელს! ეს არ არის  პროტესტის გამართლებული ფორმა და  მითუმეტეს არ პასუხობს იმას, რასაც შეიძლება მოცემულ მომენტში გმობდეთ!
ჩვენი დროშა ჩვენი ქვეყნის  ღირსებაა!  ჩვენი ძალა  კი ერთობაშია‘, – წერს რომან დოლიძე ფეისბუქ გვერდზე.
წყარო – sportline.ge

Leave a Reply