საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დევი ჭანკოტაძემ მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა სავარაუდოდ მისი ჰოსპოტალიზაცია საჭირო გახდება.

“დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივით. მე რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს არი ჩვენი ჯარის აშენება, ქართული სახელმწიფოს აშენება და ასეთი კაცი უზით ციხეში. რაც მე შევხედე ძალიან მხნედ არის, მე ვერ შევატყე საგანგაშო, მაგრამ გამხდარია, მე-20 დღეა შიმშილობის და ალბათ, დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო”,- თქვა დევი ჭანკვეტაძემ.

Leave a Reply