დავით ჩიხელიძე

-ოპოზიცია კვლავ სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს, ბრძნული დავარცხნილი სახით საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მოსახლეობის მოტყუება ადვილია. ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა, ეს ის ლევანია რომელიც ცესკოს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ცესკომ სწორედ მის დროს ჩაატარა, ყველაზე სამარცხვინო და გაყალბებული არჩევნები ( 2008 წელი) აღნიშნულს ეუთო ოდირის უკიდურესად კრიტიკული დასკვნაც ადასტურებს.
დღეს ეს ადამიანი, ცესკოზე საუბრობს და სხვას მორალს უკითხავს, მორალს რომელიც თვითონ დიდი ხანია დაკარგა. როგორც ლევანი აცხადებს, ფოთში საარჩევნო კომისიის წევრები გაათავისუფლეს, თარხნიშვილს აშკარად დრო შეეშალა, კომისიის წევრებს, სწორედ მის დროს ათავისუფლებდნენ და უშვებდნენ, დღეს მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება, ვინ თუ არა ლევანმა იცის, რომ კომისიის წევრების ხელშეკრულება პირველი ტურის ჩათვლით იყო გაფორმებული (მეორე ტურის შემთხვევაში ავტომატურად ხანგძლივდება) ლოგიკურია , რომ კომისიის გარკვეულმა წევრებმა, ოჯახური მდგომარეობის თუ სხვა მიზეზის გამო ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, ზოგ მათგანს მეორე ტურის მოლოდინი არ ჰქონდა,(საკუთარი გეგმები პირველ ტურამდე გადადეს) სწორედ ამიტომ დატოვეს კომისია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციაში 60 ათასამდე ადამიანი მუშაობს, შესაბამისად რა გასაკვირია, თუ მათგან რამდენიმე ათეული ადამიანი ხელშეკრულებას არ გააგრძელებს?
ლევან თარხნიშვილი ბრიფინგი, წმინდა წყლის დემაგოგია და ცესკოს დისკრედიტაციას მცდელობა იყო, რომელიც მცდელობადვე დარჩება, რადგან მას რეალობასთან საერთო არ აქვს !

Leave a Reply