საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს ჟილ კარბონიეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოძიებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ICRC-ს, როგორც ნეიტრალური მედიატორის როლი და მხარდაჭერა ამ პროგრამის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით კომიტეტთან

Leave a Reply