გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს შეხვედრა გაიმართა თიანეთში. პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ლევან წიკლაურს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, სოსო მამულაშვილი.

Leave a Reply