გიორგი ჭილაშვილი

მიმოვიხილოთ კიდევ ერთხელ საარჩევნო ცვლილებები, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელთაც არ იციან საარჩევნო სისტემაში, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შესახებ. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო აღნშნული, რადგან აუცილებელია ამის ხშირად გამეორება, თორემ ვუყურებთ, რომ საინფორმაციო სივრცეში არაობიექტური სიუჟეტებით უჭედავენ ტვინს საზოგადოებას, რაც სინამდვილეს უბრალოდ არ შეესაბამება!
პირველი საკითხი, რომლის დისკრედიტაცია ხდება გახლავთ ხმის გადათვლა, ანუ სიუჟეტს აკეთებენ და ამბობენ, არ გადაითვალა გარკევეული უბნები რაც სიცრუეა, არაობიექტურს კი იმიტომ ვახსენებ, რომ ამ დროს ჟურნალისტი არ ახსენებს ფაქტს, რომ დღეს გადათვლის პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 22 პროცენტი , არადა 2003 წლიდან დღემდე გადათვლის მაქსიმალური მიღწევა იყო 1 % ხვდებით ხოო !
ასევე აკნინებენ კიდევ ერთ უპრეცედენტო სიახლეს ვიდეოფიქსაციას, ანუ აქ ის ფაქტი, რომ სიახლეა და უპრეცედენტოა საერთოდ არ აინტერესებთ, არც ის აინტერესებთ, აქამდე ვიდეოფიქსაციას კი არა მსგვას ვერაფერს ვერ წარმოიდგენდა საარჩევნო პროცესი!
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას არ ეხმაურება ადგილობრივი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი, რაც არ არის გასაკვირი, რადგან მათი ობიექტურობის ხარისხი ძალიან დაბალია! საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ადმინისტრაციის ბოლოს სიახლეები ძალიან პოზიტიურად შეაფასა, აღარ ჩამოვთლი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს!

Leave a Reply