დავით ჩიხელიძე

არაკომპეტენტურობის პიკი, ასე შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი კვლევა. სიმართლე გითხრათ, გაგარინისგან მეტის მოლოდინი არ მქონდა, როგორი დილეტანტიც თვითონ არის, ისეთივე ორგანიზაცია შექმნა. რაც შეეხება მათ “ანალიზს” როგორც ჩვევიათ, კვლევაში მოცემულია არა თუ ობიექტური ჭეშმარიტება, არამედ საკუთარი, ფაქტებს მოკლებული, სუბიექტური შეფასება. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ “ვეეებერთელა” ორგანიზაციაში, კაცი არ მოიძებნა,რომელსაც სიტყვა “ანომალიის” განმარტება ეცოდინებოდა.

ანამოლიაა, როდესაც 73 ოლქიდან, ერთ. ან ორ ოლქში ლოგიკას მოკლებული და საერთო სურათიდან ამოვარდნილი მოვლენა მოხდება, ხოლო ის, რაც 73 ოლქიდან ათეულობით ოლქში ხდება, უკვე კანონზომიერებაა და არა ანომალია, დაჯექი გაგარინი, თვლა ისევ ვერ ისწავლე…. მათი ლოგიკა ასეთია, მერე რა, რომ ამომრჩეველი ხმას მმართველ გუნდს აძლევს, ეს ჩვენი დამფინანსებლისთვის მიუღებელია, დამფინანსებელი კი ყოველთვის მართალია! სწორედ ასეთი გამრუდებულია მათი ლოგიკა.. რაც შეეხება ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც ჯიუტად ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა.

დიღმელაშვილზე ამბობენ, ადრე წერდაო, ახლა მეცნიერ – მუშაკი გამხდარა, მაგრამ ისეთივე ხელმოცარული მეცნიერია როგორი მწერალიც იყო. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს, ხაზგასმით ითქვა, რომ სრულად იყო დაცული თავისუფალი ნების გამოხატვა, სწორედ დემოკრატიულ არჩევნებში დადგა ის შედეგი რაც გვაქვს. ბიულეტენში ქართველი ხალხის ნება ჩანს და ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას ნდობის მაღალი მანდატი მისცა, ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, რა უნდა ორგანიზაციად წოდებულ “კანტორას” ისინი საზოგადოებაზე მაღლა დგანან და ამომრჩეველს არჩევანს უწუნებებ? მათ ამის უფლება არ აქვთ!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის დასკვნა, სრული ბოდვაა,რომელიც მოკლებულია რეალობას და კონკრეტული მხარის გაშავებას ემსახურება. მათ საკუთარი გაყალბებული დასკვნებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სურთ.

Leave a Reply