დავით ნებიერიძე

იმედია არ გაგიკვირდებათ და აი ეს არის ქ.ქობულეთის სან დასუფთავების სამსახურის უნიფორმა და ლურჯი ფერის მოსასხამი მელიორაციის სამსახურის საკუთრება, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე იყიდება. ერთი ცალი არ გეგონოთ. ბითუმად, მსხვილი პარტიებით იყიდება. ეს უნიფორმა ნამდვილად რომ ქობულეთის მერიის სსიპ-ის საკუთრებაა მარტივად მტკიცდება, გულზე გამოხატულ უწყებრივ წარწერას და ლოგის თუ შეხედავთ.
ანუ, ქობულეთის ბიუჯეტიდან ამ უნიფორმას ყიდულობენ და შემდეგ პარტიებად აგზავნიან პირდაპირ ელიავაზე გასაყიდად.
ძალიან მარტივი და პრიმიტიული თაღლითური სქემაა საბიუჯეტტო სახსრების ძარცვის. იმედია ფინანსური პოლიცია მიაქცევს ყურადღებას ამ უტყუარ ფაქტს და დაიწყებს გამოძიებას.

Leave a Reply