გორის ახლადარჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა, მან ამის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერა:

“გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ!
მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მუნიციპალიტეტში უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა, გავაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე იგრძნოს ის სიკეთეები, რაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოგვარდეს.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის  დავიხარჯო.

წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე ბევრი პრობლემა, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად მოვაგვარებ.
ბოლო პერიოდში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და მაქსიმალურად ვეცდები, კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს.
წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

მაქვს ჩემი გუნდის, ჩემი თანამშრომლების და თითოეული თქვენგანის იმედი. მიყვარხართ და მეამაყებით!”

 

Leave a Reply