დავით ჩიხელიძე

ნაციონალური მოძრაობის და მისი წევრების გამოსწორება შეუძლებელია, რა თქმა უნდა პარტიული კუთვნილებით ადამიანების დაყოფა შეუძლებელი და ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ე.წ. „ცხელ თავები“ სიბოროტის განსახიერებას წარმოადგენენ, რომლებიც ბელადის გამო ყველაფერზე წავლენ, ჩანაწერის სიღრმისეულ ანალიზში არ შევალ, ფაქტია უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გამოავლინა და აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მიზანს რევოლუცია, კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ამხანაგი სააკაშვილის გათავისუფლება წარმოადგენდა, ამ ადამიანებისთვის არაფერს წარმოადგენს კანონი, სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ამომრჩევლის ნება არ აინტერესებთ, მათთვის სულ ერთია რას ფიქრობს ხალხი, სწორედ ეს მეტყველებს მათ „დემოკრატიულობაზე“. რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა, ნაციონალური მოძრაობა კი წარსულში დარჩა, სწორედ ამიტომ რევოლუციის გარდა, ხელისუფლებაში მოსვლის სხვა გზას ვერ ხედავენ.
ქართველი ამომრჩეველი თითქმის ათი წლის განმავლობაში აკეთებს საკუთარ პრინციპულ არჩევანს და ნაციონალურ მოძრაობას არას ეუბნება, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერაფერი გაიგეს, ვერაფერი ისწავლეს. კვლავ მავნებლობის ხასიათზე არიან, საბედნიეროდ დღეს 2003 წელი არ არის, დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, სადაც უკანონობის და რევანშის არც დრო და არც ადგილი არ არის.
დღეს პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, არბიტრი კი ქართველი ამომრჩეველია, მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, პატივი ეცით სახელმწიფოს, პატივი ეცით ამომრჩეველს. მიეცით ცესკოს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად და არ გასცდეთ კანონის მოთხოვნებს

Leave a Reply