“მიშას თავისუფლებისთვის” – ახალი მოძრაობა დაარსდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “მიშას თავისუფლებისთვის” დაარსეს. საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების განცხადებით, მსგავსი აქციებითა და სხვადასხვა აქტივობებით ისინი ყოველდღიურად შეუქმნიან დისკომფორტს ხელისუფლების წარმომადგენლებს.