დავით ჩიხრაძე

-არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, სამწუხაროდ ოპოზიცია კვლავ სხვა საქართველოში ცხოვრობს, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ხალხის თავისუფალი ნების გამოხატულება არაა და ხალხს ბრბოს ადარებს, მამუკა ხაზარაძემ კი პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა, ვერ შეეწინააღმდეგები, დაბრუნდა იქ სადაც მისი ადგილი არის ანუ ქუჩაში.

ზოგადად ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, პარლამენტის ტრიბუნა, საუკეთესო საშუალებაა რათა პოლიტიკოსმა საკუთარ ამომრჩევლებს ან მთავრობას მიმართოს, როდესაც შენ ამ შესაძლებლობაზე საკუთარის სურვილით ამბობ უარს, ნიშნავს რომ პოლიტიკოსი არ ხარ და ისევ იმ მევახშედ დარჩი რაც პარლამენტში შესვლამდე იყავი.

ოპოზიციური სპექტრი, როგორც წესი უცხოელი პარტნიორების პოზიციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ისინი აქაც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და მხოლოდ ის პოზიცია მისაღები, რომელიც მიზნად მათ მხარდაჭერას ისახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია დაუჯერებდა გერმანიის ელჩს, რომელმაც პოლიტიკურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა, ასევე გაითვალისწინებდნენ აშშ-ს საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების მოსაზრებას, რომლებმაც ოპოზიციას იდენტური განცხადებით მიმართეს, მაგრამ ოპოზიციისთვის ახლა მთავარი მიშას ბრძანების შესრულებაა და არა ობიექტური ჭეშმარიტების აღიარება

Leave a Reply