დავით ჩიხელიძე

-2021 წლის არჩევნების დროს ერთი “ტრენდი” გამოიკვეთა, ცესკოზე თავდასხმა მოდური გახდა, ეს ფაქტი კარგად მეტყველებს ცესკოს სწორ და გამართულ მუშაობაზე, რომელმაც გამჭირვალობის ახალი სტანდარტი შემოგვთავაზა. 2021 წლის არჩევნები გამორჩეულია, რადგან უამრავ სიახლესთან ერთად ცესკომ ამომრჩეველს მხარეთა კიდევ უფრო გაზრდილი ჩართულობა, გამჭირვალობა და ადმინისტრირების მაღალი სტანდარტი შესთავაზა, მეორე ტურის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პირადი ინიციტივით სავალდებულო გადათვლა არა მხოლოდ 5 უბანზე მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ გადათვლა თითოეული ოლქის 7 უბანზე განხორციელდება, რაც გადათვლილი უბნების რაოდენობას 200 ზრდის.

ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ცესკომ არჩევნები ხარვეზების გარეშე ჩაატარა, რაც მთავარია მოხდება გადათვლის პროცესი ვიდეო ფიქსაცია, ასევე სურვილის შემთხვევაში გადათვლის პროცესზე დასწრების სურვილი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს შეუძლია. ცესკოს მხრიდან ამაზე მაღალი გამჭირვალობის ხარისხის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია, უბნების გაზრდილი რაოდენობის გადათვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცესკოს გახსნილობას და ღიაობას და ფაქტს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

Leave a Reply