გია გაბრიჭიძე
-სააკაშვილი ყოფილა ძაალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი.
„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონიმე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.”
პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს ბატონ-პატრონი ნაციონალური მოძრაობა და მითუმეტეს მიHა ვეღარასდროს ვერ გახდება და რაც შეეხება მის მოწოდებას, თუ რა უნდა ქნან – მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე.
ანუ აშკარად მოუწოდებს რევოლუციისკენ. თან ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს უკრაინა, სადაც ყველამ კარგად ვნახეთ რა მოჰყვა მაიდანს.
ბოლოში კი წერს – მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.
ძალიან მოკლედ ვიტყვი – სახელმწიფოს და ბუნებრივია ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია აღკვეთოს ძალადობის და სისხლისღვრის ნებისმიერი მცდელობა

Leave a Reply