გიორგი ჭილაშვილი

დღეს, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, კონკრეტულად გამოჩნდა შემეჯამებელი ოქმები, რომელშიც არანაირი ხარვეზი არ იყო უბრალოდ ბათილი ბიულეტინების რაოდენობაზე მიდიდოდა ძირითადი სპეკულირება, ეს ინფორმაცია გაავრცელა ტვ პირველმა, რომელიც ჩემი აზრით გათვლილია უბრალოდ იმ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ პირდაპირი შეხება არჩევნებთან.
არ არის სწორი, როდესაც ხელოვნურად ხდება ადამიანებზე ზემოქმედება, მე უბრალოდ ერთს ვამბობ, კარგი აქვეყნებ ამ მასალებს უაპელაციოდ კი ბატონო, მაგრამ ერთი სიტყვა, რომ არ გითქვამს იმ სიახლეებზე, რაც ცესკომ განახორციელა ეს ობიექტურობაა? ხო შეიძლება რომ რაღაც პოზიტიურიც მიაწოდოთ საზოგადოებას!
ან კიდევ სპეციალისტი არ გყავთ საარჩევნო მიმართულებით? საინტერესოა, რადგან რომ გყავდეთ მსგავს დეზინფორმაციას არ გაავრცელებდით და არ შეეცდებოდით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს მაინც გაეცანით ,რომელთაც უშუალოდ ხმის მიცემა, ამ პროცედურის ფარულობა და კიდევ ხმის დათვლა ძალიან პოზიტიურად შეაფასა!

Leave a Reply