დავით ჩიხელიძე

2021 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში პოზიტიური კუთხით შევა! პირველად, საარჩევნო უბნების ფართო მასშტაბიანი გადათვლა განხორციელდა, სულ 1013 უბანი გადაითვალა, (812 პირველ ტურში, 201 მეორე ტურში, რამდენიმე ათეული უბანი გადასათვლელია) მთავარი რაც გადათვლამ გვაჩვენა ცესკოს მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმია, საერთო ჯამში ათას უბანზე მეტის გადათვლა განხორციელდა შედეგი კი უცვლელი დარჩა, როდესაც ათას უბანს გადაითვლი და შედეგის ცვლილება არ მოხდება, გარკვეულ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ობიექტურობა და სამართლიანობა ეწოდება!
კონკრეტულად მეორე ტურს რაც შეეხება, მერის ნაწილში გადაითვალა 194 უბანი, 172 ში შედეგი უცვლელი დარჩა, მაჟორიტარულ ნაწილში გადაითვალა 33 საარჩევნო უბანი, 27 უბანში შედეგი უცვლელი დარჩა. უბნების გადათვლა ერთგვარი ცივი შხაპია ოპოზიციისთვის, რომელსაც ის ხავსიც წაერთვა, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეჭიდებოდა

Leave a Reply