ოპოზიცია აცხადებს, რომ იმედა კლდიაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან ცოტა ხნის წინ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარძე მივიდა.

“მან ჩაიდინა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, აპროტესტებდა ქალბატონ ლიზასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელმაც გუშინ დღის განმავლობაში “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებაში ამხილა, შემდეგ მასზე და მის ოჯახზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდებოდა, დღის მეორე ნახევარში ეს ქალი უბრალოდ გააქრეს და დღემდე ვერავინ ახერხებს მასთან დაკავშირებას.

იმედას პროტესტი არ არის არც პირველი, არც უკანასკნელი, არავის ეგონოს, რომ ძალაუფლების უზურპირება გაყალბებული არჩევნებით და შემდეგ ძალადობა და შანტაჟი ადამიანებზე სუს-ის მხრიდან შერჩება ვინმეს, ეს პროტესტი გაგრძელდება”-ამბობს ჯაფარიძე.

Leave a Reply