გია გაბრიჭიძე

ძალიან უცნაური სიტუაციაა – ამდენი წელია ნაცები ხან რევოლუციით იმუქრებიან, ხან დასავლეთით და არცერთმა მუქარამ არ გაამართლა (“ვერ” კი არა, “არ”!).
არ გაამართლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციის მოწყობას საკმაოდ ბევრი რამ სჭირდება.
იდეოლოგიური ბაზის გარდა, სულ ცოტა რობერსპიერი უნდა ლიდერად, “ავრორა” დრეიფობდეს მტკვარში და ლატვიელ მსროლელთა ორი პოლკი გიჭერდეს მხარს.
რაც შეეხება დასავლეთს აქ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ჯერ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს და გავლენიანმა პოლიტიკოსებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ რევოლუციაზე ფიქრი სისულელეა.
ამ ფონზე სააკაშვილის მოწოდებები კი ორმოში ჩავარდნილი იმ კაცის დანაქადებს ჰგავს, რომელიც ბევრი წვალების შემდეგ ამბობს – ამ ერთხელაც ვცდი და თუ არაფერი გამოვიდა, სახლში წავალო.
სახლში კი სააკაშვილი რამდენიმე წელიწადი ვერ წავა…

Leave a Reply