საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით,საარჩევნო ადმინისტრაციამ,მეორე ტურის დამთავრების შემდეგ,უმოკლეს ვადებში,გადაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები.
კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით,შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5 – 5 საარჩევნო უბნის შედეგების ნაცვლად,ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე,თითოეულმა ოლქმა გადაითვალა 7 – 7 უბნის მონაცემები.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებდნენ არჩევნებში ჩართული მხარეები:მედიასაშუალებები,ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.
მხოლოდ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები და აღნიშნულს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
ყოველივე აღნიშნულისა და კენჭისყრის დღეს ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ გარკვეული მედიასაშუალებებისა და საარჩევნო სუბიექტებისგან არჩევნების გაყალბებასა და კენჭისყრის დღეს მასშატაბურ დარღვევებზე გაკეთებული განცხადებები არის სპეკულაციები და სხვა არაფერი.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები:
“დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”
დირექტორი
დავით ლილუაშვილი
“მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”
დირექტორი
მაია ხარაძე

Leave a Reply