დავით ჩიხელიძე

2019 წელს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლა და მისი სიტყვა, მისი ერთ ერთი ოცნება და დაპირება გახსოვთ? „ჩვენ უნდა დავიწყოთ იარაღის წარმოება, მე ვფიქრობ ჩვენ ამას შევძლებთ“ დაპირება, რომელიც ბევრმა გააქილიკა, ბევრმა არასერიოზულად და შეუძლებლად მიიჩნია. ეს იყო 2019 წლის 5 სექტემბერი, 2021 წლის 28 ოქტომბერს საქართველომ ნატოს სტანდარტების იარაღის წარმოება დაიწყო. შაშხანა GI-4 (5.56) საწყის ეტაპზე, საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს შეუწყობს ხელს, სამომავლოდ კი ექსპორტზე გავა.

ღარიბაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო, საქართველო ბოლოს იარაღს 80 წლის წინ აწარმოებდა, სამხედრო მრეწველობაში 80 წელი საკმაოდ დიდი წყვეტაა, 80 წლის შემდეგ აღდგენილი იარაღის წარმოება, ღარიბაშვილის მიღწევას კიდევ უფრო ფასეულს ხდის. აქვე აღსანიშნავია თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის როლი, იარაღის წარმოების იდეას ხორცი სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეესხა, თავდაცვის სამინისტრო არის კარგი მაგალითი თუ როგორ უნდა განაგრძო და განავითარო, წინამორბედის მიერ დაწყებული საქმე, მსგავსი მოდელი შეგვიძლია სხვა სამინისტროებშიც გამოვიყენოთ, როგორც წარმატების ფორმულა, ახალმა ძველის მიღწევები არათუ უნდა დაივიწყოს არამედ უნდა განავითაროს და საკუთარი ქმედითი ნაბიჯებით განამტკიცოს.

Leave a Reply