მივმართავ ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები, – გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვიწოდებ.

-ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე უცვლელია – არა და არასოდეს, -ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

Leave a Reply