დავით ჩიხელიძე

რთული მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ოპოზიციად წოდებული მარიონეტები დაიბნენ, აღარ იციან, ისევ დაუჯერონ სააკაშვილს და ქვეყნის დასაცინები გახდნებ, თუ ურჩობა დაიწყონ და თავი გადაირჩინონ.
მიშამ ჯერ თითი დაუქნია, პარლამენტიდან გამოდითო, შემდეგ უთხრა, ახლა დაბრუნდითო, ოპოზიციონერთა დიდმა ნაწილმა ცხვრის ფუნქცია იტვირთა, მიშას მოწოდება შეასრულა და პარლამენტი დატოვა, ახლა კი აღარ იციან როგორ მოიქცნენ, უკან დაბრუნება ვაი იქნება, არდაბრუნება ვუი.
ფაქტია, მიშამ საკუთარი განცხადებით ოპოზიციას “გაუჩალიჩა” და სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო. ზოგადად, სააკაშვილი რომ არათანმიმდევრულია და მის სიტყვას ფასი არ აქვს, ეს მოცემულობაა.
ჯერ რევოლუციით იმუქრებოდა, შემდეგ უკან დაიხია და საყოველთაო შერიგებას ღაღადებდა, ახლა კი, კვლავ რევოლუციურ სცენარს ამუშავებს, თანაც, დახმარებას მისგან გამწარებულ და მისი პოლიტიკის გამო, უცხოეთში წასულ ადამიანენს სთხოვს.
მისი მესმის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ გზას ხომ გააჩნია? “არაჟანამ” უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის გზა არჩევნებზე გადის და არა რევოლუციაზე. არჩევნების შედეგს კი მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი განსაზღვრავს, რომელიც ხელისუფლებაში, “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებს.

Leave a Reply