პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ პარტიის “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე ქვეყნის პრემიერს მიმართავს და პარალელურად აქციას აანონსებს.

-მიმართვა პრემიერს ბ–ნ ირაკლი ღარიბაშვილს!
ყველამ ვიცით, რომ ვითომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თქვენთან შეუთანხმებლად ნაბიჯის გადამდგმელი არ არის! როდესაც საარჩევნოდ ხმები გჭირდებოდათ, მოსახლეობას შეპირდით, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნებოდა! დამთავრდა არჩევნები და დღეს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აკეთებს კოვიდპასპორტებზე განცხადებას, რამდენიმე საათის შემდეგ კი “პრეზიდენტი” – სავალდებულო ვაქცინაციაზე.”
თუ საკუთარ მოსახლეობას ომს უცხადებთ, გეყოთ იმის გამბედაობა, რომ ფაშიზმის დამკვიდრება პირადად ხელქვეითების გარეშე გვამცნოთ! თუ ხელისუფლება ომს გამოგვიცხადებს, იძულებული ვიქნებით მივიღოთ გამოწვევა და საზოგადოების ფუნდემენტური უფლებების დასაცავად გადავიდეთ რადიკალურ ნაბიჯებზე!
ვითომ პრეზიდენტს ფაშისტური ბრიფინგი არ უნდა გავუტაროთ!
ყველანი აქციაზე! 5 ნოემბერს, პარასკევს, 17:00–ზე აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან (ათონელის 25, ალექსანდროვის ბაღის წინ)!

Leave a Reply