უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

“ჩვენ შევხვდით გიული ალასანიას რომელიც კიევში ჩამოვიდა. მან გვითხრა რომ სააკაშვილი თავს  ცუდად გრძნობს და  წონაში მკვეთრი კლება შეინიშნება, რაც მის ჯანმრთველობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ვფიქრობ, რიმ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის არის ის რომ მოხდეს სააკაშვილის  კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. სწორედ ეს საკითხი განვიხილეთ უკრაინის სახალხო დამცველთან და უკრაინის იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ეს წამება და გადაიყვანონ სააკაშვილი კლინიკაში.

ევროპულ სასამართლოში რამდენიმე მიმართულებით ვაპირებ ჩივილს, ის რომ ირღვევა სააკშვილის უფლებები, რადგან ვერ იღებს საჭირო სამედიცო დახმარებას და ასევე ჩემი  საქართველოში არ შემოშვებით, დაირღვა ჩემი, როგორც იურისტის უფლება- განმეხორციელებინა კლიენტის დაცვა. ყველა მოთხოვნა გაგზავნილი მაქვს და ველოდები პასუხებს. ვფიქრობ მალე ჩამოვალ საქართველოშიც”-აცხადებს ადვოკატი.

გრუშოვეცმა ამ საკითხზე უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ისუაბრა.

შეგახსენებთ, ომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.

Leave a Reply