თამთა მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
ოპოზიციური სპექტრი მის ამ გადაწყვეტილებას შიმშილობაზე პოლიტიკური რყევებისათვის წარმატებით იყენებს სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხის უმტკინვეულოდ გადასაწყვეტად უკვე არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე გესაუბროთ.
✅სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ხელი არ შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
✅პოზიტიურ ვალდებულებასა და მოშიმშილის ინტერესებს შორის წინააღმდეგობისას კანონი ითვალისწინებს გონივრული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
✅საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პატიმარს თვითმკვლელობის უფლება არ აქვს, მათ შორის, არც შიმშილობით.
✅არც სახელმწიფოს აქვს უფლება, მის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მოშიმშილე პატიმარს სიკვდილი დაანებოს.
❌იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს და სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ✅ სახელმწიფოს აქვს უფლება და მოვალეობა, გამოკვებოს და უმკურნალოს მას მისი ნების საწინააღმდეგოდ.
✅ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-13 მუხლით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში.
✅ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-12 მუხლით
“მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას, ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით”.
✅კანონის ეს მუხლი იძლევა მკაფიო მანევრირების საშუალებას პატიმრის ჯანმრთელობის სასარგებლოდ და, როგორც სამედიცინო პერსონალი ძირითადად სწორედ ამ პრაქტიკას მიმართავენ.
✅ასევე საინტერესოა
სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ 2013 წელს გამოცემული ბრძანება #169, რომლის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში წერია:
“დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილის იძულებითი მკურნალობა დაუშვებელია.
შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც, გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული, მინიმუმ, ერთი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მაინც”.
✅სასჯელაღსრულების მინისტრის #169 ბრძანება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გადაარჩინოს მოშიმშილე პაციენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ასე რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების პირობებში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს იცავს სახელმწიფო და მისი გუნდის მხრიდან პოლიტიკური სპექტაკლი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

Leave a Reply