დავით ჩიხელიძე

არჩევნები დამთავრდა, მეორე ტურის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, ჩვენ უკვე მოვისმინეთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ადმინისტრირების კუთხით უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, მცირე პროცედურული დარღვევების გარდა არ დაფიქსირებული არცერთი ექსცესი, რომელიც საერთო შედეგზე გავლენას მოახდენდა.
დაიწერა, მინიმალური რაოდენობის საჩივარი, რაც ცალსახად არჩევნების მშვიდ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას უსვამს ხაზს, ყველა თანხმდება, რომ 2021 წლის არჩევნები ლეგიტიმაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა!
აღნიშნულის გათვალისწინებით მაკვირვებს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომლებმაც რევოლუციური სცენარი აირჩიეს, რეალურად კი მათ თვითგანადგურების ბომბი ჩართეს, დროის გასვლასთან ერთად, ოპოზიციის დაანონსებული რევოლუცია დღითიდღე იცრიცება და ძალას კარგავს. სააკაშვილის ფიქრებს არეულობის შესახებ განხორციელება არ უწერია, მისთვის და ნაციონალური მოძრაობის მარიონეტებისთვის უმჯობესია, მალე დაუბრუნდეს რეალობას და არჩევნებში დამარცხება აღიაროს!

Leave a Reply