გია გაბრიჭიძე

ახლა ვუყურებ რაღაც აღტკინებას, რომელიც ვითომდა არჩევნების “მიტაცებით” არის გამოწვეული.
სპეციალურად ვნახე ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც აი ამ აღტკინებული ხალხის წარმომადგენლები აწერენ ხელს: საარჩევნო კომისიის წევრს აქვს ვალდებულება შემაჯამებელ ოქმს მოაწეროს ხელი და ასევე აქვს სამართლებრივი უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს.
მერის არჩევნების ნაწილში დაფიქსირდა 92 განსხვავებული აზრი, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში – 25.
მხოლოდ 92 და 25!!! და ამას ოპოებმა ხელი მოაწერეს.
1. არჩევნები ჩატარდა კარგად.
2. საქართველო არ არის ჯავშნოსანი “პოტიომკინი” სადაც ბორშში ჩაგდებული ბუზის გამო ანარქისტებმა აჯანყება მოაწყეს (ყველამ იცის თუ როგორ დამთავრდა ეს ბუნტი).
და ბოლოს – არც მელიაა ლეიტენანტი შმიდტი და არც გვარამიაა ეიზენშტეინი, რომ ამ სულელური აღტკინებისგან ფილმი შექმნას.
არჩევნები კარგად ჩატარდა!
რევოლუცია არ იქნება!

Leave a Reply