დავით ჩიხელიძე

მათეს სახარება თავი 13
სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
ნაციონალური მოძრაობის ბელადის და რელიგიის ერთად ხსენება გარკვეულ უხერხულობას მიქმნის, მაგრამ გუშინდელმა დღემ სწორედ მათეს სახარება გამახსენა, საზოგადოებამ სააკაშვილის ყოველ დღიურობა იხილა, რომელიც ჯანსაღი საკვებით იკვებება და მისი წონის გათვალისწინებით, შიმშილობის არაფერი ეტყობა. მაგრამ მის სექტას ფაქტის მიღება არ შეუძლია, გვარამიამ პირდაპირ თქვა, რომ მიშა კი არ ჭამს, არამედ კოვზით თამაშობს და კადრში საჭმელი არ ჩანს, თვითონ სააკაშვილმა კი საკვების მიღებაში წამების კვალი დაინახა და როგორც მან თქვა ის როგორც მას ეპყრობიან კლასიკური წამებაა. ცუდია, რომ მას წარსულის გახსენება არ სურს, მსურს შევახსენო რა არის კლასიკური წამება, კლასიკური წამების მაგალითია მოლაშვილი, რომელსაც ციხეში არაადამიანურად ეპყრობოდნენ, კლასიკური წამება იყო გირგვლიანის მკვლელობა, რომელსაც ჯერ მრავალჯერადი ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი ზამთარში ღია ცის ქვეშ დააგდეს.მიშას დროს თითქმის ყოველ მეორე პატიმარს აწამებდნენ, ნაცების დროს სტრასბურგმა გაგვიცნო, როგორც ქვეყანა სადაც პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან!
მიშა ყოველდღიური ტყუილით ამცირებს საკუთრ მომხრეებს და ეუბნება, რომ თქვენ ტვინ დახშული ადამიანები ხართ, რომელსაც იმას დავაჯერებ რაც მე მინდა, რომელთაც მაშინ მოვატყუებ როცა მე მსურს და თუ ხმას ამოიღებენ მკაცრად დავტუქსავო, ესენიც სხედან და საკუთარ თავს აჯერებენ, რომ მიშას ჭამე შიმშილობას ნიშნავს…

Leave a Reply