გია გაბრიჭიძე

სააკაშვილი – რაც ჩემს მიმართ გამოიყენება, ეს არის კლასიკური წამება.
ვინც იცის ნაცების ხედვა ადამიანობაზე, საქართველოზე, იცის მათი მორალი, ცხადია მათთვის სეფისკვერი წამებაა. მათთვის ქვეყნის განვითარება და სიმშვიდე წამებაა. მათთვის წარსულის შეხსენება წამებაა.
ცხადია მათთვის ხბოს ღვიძლი ბოსტნეულში საკვები არ არის.
სააკაშვილი – მე ვიცი რას დავუპირისპირდი – ბოროტებას, სუფთა სახით. ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს.
ცხადია იმ ადამიანისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის “ტყვიები არ ენანებოდა” ნორმალური, მშვიდი ცხოვრება წამებაა.
მაპატიეთ ამ მშრალი ნიჰილიზმისთვის, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ადამიანურად ვეღარასდროს იაზროვნებენ

Leave a Reply