ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვას ეხმაურება.

“შეჯიბრებითი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფუნდამენტური სტანდარტებია:

1. ბრალდებულის უფლება მონაწილეობდეს საქმის განხილვაში;

2. პირადად დაუპირისპირდეს მის მამხილებელ მოწმეებს;

3. გამოიძახოს თავისი მოწმეები;

4. ისარგებლოს ადვოკატის უფლებით …

პ.ს. პროცესზე მონაწილეობის მრავალი ფორმა არსებობს XXI საუკუნეში” – წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში. 

Leave a Reply