უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანონი ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ უკვე ამუშავდა. შავ სიაში მოხვედრილია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის შავი სამყარო.

ე.წ. შავი სია უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ უკვე დააკორექტირა. სანქციები დაუწესდა 550-ზე მეტ კანონიერ ქურდს და კრიმინალურ ავტორიტეტს. მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

ათობით ქართველ კანონიერ ქურდს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. გაიყინა მათი საბანკო ანგარიშები და ასევე ჩამოერთვათ დროებითი ბინადრობის უფლება.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტებისგან შემდგარი ქსელი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

Leave a Reply