რამდენიმე დღის წინ მარტვილიდან ლუიზა მაისაია დაგვიკავშირდა, რომელმა გვითხრა, რომ უკვე თვეებია ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, ძალიან ეშინია და ქვეყანაში ყოფნა მისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს. ქალბატონი ლუიზა ამბობს რომ ყველაფერი მას შემდეგ დიწყო, რაც მისი შვილი სოზარ მაისაია თავდაცვის სამინისტროდან მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკაში ჩაერთო და მარტვილში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა. მისივე მტკიცებით, სოზარ მაისაიას ოჯახზე არაერთი თავდასხმა მოხდა და სწორედ იმ პერიოდში, ერთ-ერთი ფიზიკური ზეწოლის დროს მამაკაცმა თვალიც კი დაკარგა. ქალის საუბრიდან ირკვევა, რომ მას შვილთან კონტაქტი არ აქვს და მიუსედავად იმისა, რომ უნდა დაკავშირება, არც ეძებს, რადგან საქართველოში ოჯახის დაბრუნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

ბევრი სირთულის მიუხედავად, ქ-ნი ლუიზას სიტყვების გადასამოწმებლად, მაინც შევძელით  სოზარ მაისაიას დავკავშირებოდით, თუმცა საკმაოდ შეშინებული ადამიანი ძლივს დავითანხმეთ სატალეფონო საუბარზე.

სოზარ მაისაიას თქმით ის წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში, მესამე რეგიონალური ბაზის ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა და აქაც მისი გათავისუფლება პოლიტიკური სარჩულით მოხდა. სწორედ ამის შემდეგ, ის მარტვილის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო.

მაისაია მის ყველა პრობლემებს უკავშირებს იმას, რომ არ იყო ქართული ოცნების მომხრე და ამავე დროს იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაც.

სოზარ მაისაიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის და მის ხელთ არსებული გახმაურებული საქმეების დოკუმენტების გამო მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლა მიმდინარეობდა, არაერთხელ დამუქრებიან სიცოცლის ხელყოფით, მას დაპირისპირება ჰქონდა მარტვილის რაიონის ხელისუფლებასთან და პოლიციასთან , სწორედ ამიტომ ცოლთან და სამ შვილთან ერთად ქვეყანა დატოვა.

სოზარ მაიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მას ქვეყანაში დაბრუნების ეშინია და ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

Leave a Reply