ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს. ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები შეზღუდვებზე დღეს უნდა შეთანხმდნენ.

სანქციები, სავარაუდოდ, ბელარუსის ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებს, ასევე მთავრობის 30 წარმომადგენელს შეეხება. შეზღუდვების გაფართოება მიგრანტების კრიზისს უკავშირდება.

Leave a Reply