ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ კონსილიუმის საჭიროება იმ ფორმატით, რომელიც რუსთავის დაწესებულებისთვის მუშაობდა, დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში აღარ დგას.

“კონსილიუმი რუსთავის დაწესებულებაში შეიქმნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანა, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. თავად გლდანის დაწესებულებას, რეალურად დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მათ შეუძლიათ მოიწვიონ ნებისმიერი სპეციალისტი. შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, კონსილიუმის საჭიროება იმ ფორმატით, რომელიც რუსთავის დაწესებულებისთვის მუშაობდა, დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში აღარ დგას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Leave a Reply