„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას „დროას“ მოშიმშილე ლიდერთან მეგობრული საუბარი ჰქონდა.

„შევხვდი ელენე ხოშტარიას, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და გარკვეული მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა მისდამი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, არის უცვლელი. გვქონდა მეგობრული საუბარი და ეს არის, რაც შემიძლია გაგიზიაროთ. ვისაუბრეთ სხვადასხვა ვარიანტებზე, თუმცა ​​მეტ დეტალს ვერ გეტყვით. შეხვედრის შინაარსი იყო ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

Leave a Reply