ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი” დაარქვა, რაც ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).
ჯანმომ განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი შემაშფოთებელია.ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა ბელგიაში დადასტურდა.

Leave a Reply