ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების ხუთეულს ასახელებს, ახალი შტამი „ომიკრონიც” ამ ხუთეულში მოხვდა.

https://www.who.int/en/activities/tracking-SARS-CoV-2-variants/?

  • ალფა (ბრიტანული) – აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
  • ბეტა (სამხრეთ აფრიკული) – აღმოაჩინეს 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში;
  • გამა (ბრაზილიური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ნოემბერში ბრაზილიაში;
  • დელტა (ინდური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში;
  • ომიკრონი – აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში 2021 წლის ნოემბერში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს, რომელიც მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, “შეშფოთების ობიექტის” სტატუსი მიანიჭა. ის უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “ომიკრონის” გამო, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები წესდება.

28 ნოემბრიდან რეგულაციები – კორონავირუსის ახალი შტამი

Leave a Reply