f – სტატუსი

ნატა შალიკაშვილი

ემიგრანტი

“ქალბატონო არ იყიდით? ჩვენ გამოვაცხეთ და ძალიან გემრიელია.3 ევრო ღირს…” – გუშინ ამ სიტყვებით გამომეკიდა 6-7 წლის ბავშვი ქუჩაში. რომელსაც ცხვირზე წითელი ბურთი გაეკეთებინა და ხელში პატარა ცელოფანის პარკში გამომცხვარი ფიგურები შეეფუთა…

“Rode neuzen dag “- წითელი ცხვირების დღე. იცით ეს რა ჯადოსნური დღეა?
ბავშვები აცხობენ თავისი პატარა ხელებით პატარ-პატარა გემრიელობას და ყიდიან რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე სხვა ბავშვებს დაეხმარონ.
ახლა ამას რომ ვწერ, ცრემლები მომდის.რაც ბავშვებს ეხება, ჩემს გულზე გადის.
ეს პროექტი “Rode neuzen dag”-2015 წლიდან არსებობს ბელგიის ფლამანდრიულ ზონაში და დიდ ბრიტანეთშიც ასევე თუ არ ვცდები.
ხოდა გუშინ ჩემს წინ პატარა ღმერთი იდგა და სხვა პატარების გადასარჩენად
დამიძახა

Leave a Reply