ევროპელ კოლეგებს გავაცანით გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ. ევროპელ კოლეგებს გავაცანით გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება. საერთო მიზნების გარდა ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვსურს, რომ ამ სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი აღვნიშნოთ: დიფერენციაცია და ინკლუზიური მიდგომა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი

Leave a Reply