ანა მიქაძე

მეყველეთა ასოციაციის პრეზიდენტი

საქართველოში მესაქონლეობა იღუპება, განვითარებაზე აღარ, უკვე გადარჩენაზეა საუბარი. არ გვაქვს ორგანიზებული ფერმები, რას ვჭამთ არ ვიცით! მე მეყველე ვარ და სწორედ იმიტომ ვამახვილებ ახლა ყველზე ყურადღებას, ვიცი ეს პრობლემა-რა რძეს სვამ, რა ყველს ჭამ, რა პურ ჭამ…რა თევზი ჩამოდის, რომელიც გაყინულია…და ა.შ.

მთელი რიგი პაკეტი არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს მესაქონლეობაში მდგომარეობა. რატომ არ სწორდება? იმიტომ რომ იმპორტი ვიღაცის ხელშია, რატომ არის იმპორტი ვიღაცის ხელში? იმიტომ რომ ნეპოტიზმია!..ვის მოვთხოვო რძის ფხვნილის შემოდინება საქართველოში, როცა ზუსტად ვიცი ვის შემოაქვს და ვინ მდიდრდება! გლეხის თემა სულ გაქრა, მთელ საქართველოში მხოლოდ 5 ორგანიზებული ფერმა გვაქვს! ეს კატასტროფაა! არც სამეგრელოში, არც იმერეთში, არც სვანეთში, არც რაჭაში, არც აჭარაში ერთი ცალი რძის გადამამუშავებელი საწარმო არ არის, ძნელი დასაჯერებელია, ხო? ქვემო ქართლია ამ ყველაფრით დატვირთული და ეტყობა კიდეც, ძლიერი რეგიონია.

Leave a Reply