ანა ქუბრიაშვილი

ბიჭიკო ოჩიგავა

მასწავლებელი

-ყველაფერში თავისუფლება ვერ იქნება,არ დავწვრილმანდები,ის უნდა გეცვას,ეს უნდა გეცვას,ის უნდა დააგრძელო,ეს უნდა დაამოკლო,ვიცით რა არის ვულგარულობა და რეალურად ის რაც სკოლაში უნდა გვეცვას,როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, თანამედროვეობას თუ მივყვებით არც ეს გვაკლია. მასწავლებლებიც ისე გამოვიყურებით დღეს, რომ არ გამოიყურებოდნენ ასე ჩემი მასწავლებლები.

აი,მე ტატუსთან დაკავშირებით მქონდა ძალიან დიდი პრობლემა,რომ გავიკეთე თავიდან მე მასწავლებლად ვერ აღმიქვამდნენ,მაგრამ ეს არ იყო ჩემი მხრიდან პროტესტი რაღაცისადმი,ეს უბრალოდ მომწონდა,ამით არ შეცვლილა ჩემი აზროვნება,მე ის ბიჭიკო ვიყავი რაც აქამდე ვიყავი და ძალიან ხშირი იყო იმაზე საუბარი,რომ მე მივეცი  მაგალითი მოსწავლეებს,მაგრამ ჩემს კოლაში იყვნენ ბავშვები,რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ ტატუ და რა გამოდის მე მათ მივბაძე?

ეს იყო ჩემი სურვილი. და იმის თქმა მინდა,რომ საბჭოთა გადმონაშთი მგონია ის,რომ ტატუ მაინდამაინც მას უნდა ჰქონოდა ვინც ციხეში იყო ნამყოფი,ან ჯარში იყო ნამყოფი და დღემდე, სამწუხაროდ ამ სტერეოტიპებით ვხცოვრობთ. რეალურად საქართველო არის სტერეოტიპების ქვეყანა და ამიტომ ის თავისუფლება,რომელიც მე მინდა,თქვენ  გინდათ,ერთგვარი ჯახია.

Leave a Reply