თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს:

“პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა გაუზიარა პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაცია – მათ შორის უთხრა ზელენსკის, როგორც მან პუტინს უთხრა, რომ თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით, უზრუნველყოფენ უკრაინას დამატებით თავდაცვითი მასალით და ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ფლანგს გაამაგრებენ.

ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ერთ ერს არ შეუძლია აიძულოს მეორე ერს შეცვალოს თავისი საზღვრები, ერთ ერს არ შეუძლია უთხრას მეორეს შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ერებს არ შეუძლიათ უთხრან სხვებს ვისთან ერთად შეუძლიათ მუშაობა და ვისთან არა”

Leave a Reply