დათო ქაცარავა

-გუშინ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცა – ვალერი კანიაშვილი და კახა ნათაძე.
გატაცებას თვითმხილველი არ ჰყოლია, ამიტომაც რთულია საუბარი იმაზე, რეალურად რა მოხდა, მათი გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა თუ გადაკვეთეს ოკუპაციის ხაზი და ოკუპანტებმა უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს ისინი.
გატაცებები გრძელდება და ხელისუფლება კვლავ სტატისტის როლშია – აკეთებს შაბლონურ განცხადებებს, რომლებშიც მხოლოდ გატაცებულთა სახელები და გვარები იცვლება და გატაცების ლოკაციები.
ჩვენ არაერთხელ შეგვითავაზებია საოკუპაციო ხაზის ეფექტური კონტროლის მექანიზმი(კამერების პროექტი), რომელიც მაქსიმალურად შეამცირებდა გატაცებების რაოდენობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ინიციატივა და მომზადებული ტექნიკური დავალება დღემდე არ აინტერესებს ამ ხელისუფლებას.
რაც შეეხება გატაცებულებს, იმედს ვიტოვებთ, რომ მათ არა ნაცემებს მალე ვიხილავთ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

Leave a Reply