დავით ქაცარავა კახა კუჭავას საჯაროდ მიმართავს:

-რატომ დუმს ეს ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით???
იმიტომ რომ მამუკა ჩხიკვაძე, ქართველი ჯარისკაცი, ღირსეული მამულიშვილი, სასტიკად ნაცემია!!!
საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად სცემა!!!
მეოთხე დღეა ოფიციალური სტრუქტურები ხმას არ იღებენ!!!
რუსების გაღიზიანების გეშინიათ?
დღეს დღის ბოლომდე, სასწრაფოდ გაგვაცანით სამოქმედო გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, რომლებიც არც თქვენ მოგეწონებათ და არც თქვენს ბოსებს კრემლში!!!
გინდათ, გითხრათ სად პატრულირებენ რუსები ჩვენს “კონტროლირებად” ტერიტორიაზე და სად შეგიძლიათ მათი დაკავება თუნდაც იმისთვის, რომ მერე გაცვალოთ მამუკა ჩხიკვაძეში!!!????
მაგრამ ამას არ იზამთ, გირჩევნიათ ჩუმად გათხრილები ისხდეთ თქვენს კაბინეტებში თბილად და ბოლომდე არ შეიმჩნიოთ ქართველი ჯარისკაცის წამება!!!
კახა კუჭავა ,თავის დროზე შენ გიცნობდი როგორც ღირსეულ ქართველს და მამულიშვილს, მიხაროდა შენთან მეგობრობა! შეიცვალა მას მერე რამე? რატომ ხარ ჩუმად, რატომ არ იღებ ხმას???
დღეს საღამომდე თუ არ გვეტყვით როდის გამოიყვანთ მამუკა ჩხიკვაძეს, მაშინ მიიღებთ ყოველდღიურ აქციებს, რას და როგორ მოვითხოვთ, მერე ნახავთ!!!!!!!!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

Leave a Reply