იმუნური სისტემის გაძლერება და ჯანმრთელობის  ყოველდღიური მხარდაჭერა- Camelyn-Melliferat-ის გუნდის ერთობრივი პროექტი

კამელინის 4 სახის პროდუქტი Melliferat-ის სახელით ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირდა.

კაფსულები-Melliferat Capsules;

წვეთები– Melliferat Drops;

სპრეი-Melliferat Spray;

მალამო– Melliferat Ointment

გიორგი დათუკიშვილი-ფარმაცევტი, Camelyn-Melliferat გუნდის წევრი

-მოგეხსენებათ ქართული სამკურნალო საშუალება კამელინის 5- ივე პროდუქტი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან, რომლის შემადგენლობაშიც შედის  ფუტკრის ცხოველქმედების   ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები- ალდეჰიდები,  ორგანულიმჟავები, ფენოლები, კეტონები. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, ამ განსაკუთრებული სახეობის თაფლის სასიკეთო მოქმედება ყოველდღიურ ცხოვრებაში მოვაწოდოთ ადამიანებს, პირველ რიგში იმუნური სისტემის გამართულად ფუქნციონირებისთვის. კამელინის წარმოებამ შექმნა საკვები დანამატები, რომლებიც  თაფლისგან მიიღება, ისევე როგორც კამელინი, და მელიფერატის სახელით ევროპაში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირდა

-ბ.ნ გიორგი, 9-12 ნოემბერს Camelyn-Melliferat-ის გუნდმა მილანში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა, გვიამბეთ ….

– დიახ, ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში  ყოველწლიურად ტარდება CPHI, წელს მილანში გაიმართა. CPhI WorldWide არის გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ფარმაცევტული ნედლეულის, მზა სამკურნალო საშუალების და საკვები დანამატების მომწოდებელს აერთიანებს. გამოფენის მიზანს  ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენელი – როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი კომპანიებისთვის კორპორაციის ერთიანი სივრცის შექმნა წარმოადგენს. გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის მიზანია მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება ან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენ წარმოვადგინეთ 4 სახის პროდუქტი: კაფსულები-Melliferat Capsules;

წვეთები- Melliferat Drops; სპრეი-Melliferat Spray; მალამო- Melliferat Ointment

-სად მოხდება Melliferat-ის სახელით ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული საკვები დანამატების წარმოება?

-აღნიშნული პროდუქციის წარმოებაც საქართველოში კომპანია „კამელინის“ მიერ მოხდება, სწორედ იმ განსაკუთრებული თაფლის გამოყენებით, რომლითაც მზადდება კამელინი. უცხოელებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა გაუჩნდათ კამელინის მიერ წარმოებული საკვები დანამატები ჩართონ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Melliferat-ის ვებგვერდს-https://melliferagenics.com ან

გაიგეთ მეტი ფეისბუქით  https://www.facebook.com/Melliferat-104034395395926

ასევე შესაძლებელია ონლაინ შეძენა

Leave a Reply