ერთი თბილისური ოჯახი – ვერიკო გოგიჩაშვილი და ზაზა შუბითიძე, შვილები ანა და დავითი. ვერიკო ეკოლოგია, ზაზა იურისტი. დღეს უკვე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახი ესპანეთში, ქალაქ სევილიაში წავიდა, ანა მაშინ 8 წლის იყო, დათა 4-ის, წლები უცხო ქვეყანაში ხან სწრაფად, ხან კი ძალიან ნელა გადიოდა და აი,  ანა უკვე 21 წლის არის,  დავითი 17 -ის.

-ისევე როფორც ყველა ემიგრანტმა გავიარეთ ურთელესი გზა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებისა და ადაპტაციისთვის – იხსენებს ვერიკო ემიგრაციაში ყოფნის პირველ დღეებს და ამბობს, რომ მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით მოვიდნენ დღემდე.

-დღეს ცოლიც და ქმარიც კლუბში მუშაობენ,  რომელი კლუბის ადმინისტრატორიც თავად ზაზა შუბითიძეა . ეს წარმოადგენს მათი ოჯახის ძირითად შემოსავალს, მაგრამ ოჯახს და განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფს, საკმაოდ ბევრი სჭირდება, ამიტომ ცხოვრების დაძაბული იტმის მიუხეავად დამატებით სამუშაოებს ეძებენ. ვერიკო   ძიძად მუშაობს. ზაზა სარემონტო სამუშაოებზე. დრო ფაქტიურად არც რჩებათ, მაგრამ ისევ ერთმანეთის და შვ ილების სიყვარული აძლევთ ძალას.

მშობლებს შვილები აბენიერებთ, მითუმეტეს რომ ანიც და დათაც წარმატებული ახალგაზრდები არიან. ანამ ეკონომიკის ფაკულტეტი, მერე სწავლა ისევ გააგრძელა და ახლა სეივლიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, “ბიზნეს მენეჯმენტის” ფაკულტეტის სტუდენტია,

-კვირის განმავლობაში სწავლობს, მაგრამ მაინც ახერხებს და გვერდში გვიდგას, 17 წლიდან და შაბათ – კვირას მუშაობს კლუბში ჩვენთან ერთად. არასოდეს ჰყოლია კერძო მასწავლებელი აფსოლუტურად ყველაფერს  დამოუკიდებლად , მარტომ მიაღწია – სიამაყით გვიყვება ვერიკო.

დათამ საკუთარი არჩევანის გაკეთებამდე უფრო გრძელი გზა განვლო.  იყო ფეხბურთელი. მერე  ერთი წელი ტაილანდური ჩხუბებსაც ეუფლებოდა , მერე ძალები  რაგბშიც მოსინდა, შემდეგ  კრივით დაინტერესდა და სწორედ აქ იპოვა თავი

დავითი დღეს საკმაოდ წარმატებული მოკრივეა, უნდა თავისი მომავალი სპორტს დუკავშიროს. ბევრს ვარჯიშობს და თავისი შრომის შედეგიც უკვე სახეზეა. 2019 წელს ანდალუსიის ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი.გახდა.  2020 წელს ესპანეთის ჩემპიონი 75 კგ.წონის კატეგორიაში. ამავე წელს გახდა პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი

2021 წელს ბრინჯაოს მედალები მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზეც.

ოცნებობს, რომ  ერთ მშვენიერ დღეს, კრივში მსოფლიო ჩემპიონი  საქართველოს სახელით გავხდეს. კიდევ იმაზე ოცნებობს, საქართველოში და ბრუნდე და ცხოვრება აქ გააგრძელოს.

მიუხედავად იმისა რომ ამ 13 წლის მანძილზე ჩემი შვილები სულ 4 ჯერ იყვნენ საქართველში, ხოლო აქ სევილიაში და ასეც მიმდებარე ქალაქებში არსად არც ქართული სკოლაა და ასეც ტაძარი. სადაც შეძლებდნენ ესწავლათ ქართული ენა, ისტორია და კულტურა. მე და ოჯახმა დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად მოვახერხეთ და ჩემი შვილები დღეს ქართულად გამართულად საუბრობენ წერენ და კითხულობენ. ასევე არ დაუკარგავთ ქართული სულისკვეთება, კონტაქტი სამშობლოში ნათესავებსა და მეგობრებთან. ყველაზე მეტად უყვართ სამშობლო და მათი საქართველოში გამგზავრება არის ყველაზე დიდი ბედნიერება – გვიყვება ვერიკო და თვალზე ცრემლი ადგება.

ანი და დათაც ყველგან სიამაყით ამბობენ, რომ მათი სამშობლო საქართველოა და ისინი ქართველები არიან.

წლები გადის, ცხოვრება მიედინება, ვეროკო და დავითი იმედს არ კარგავენ, რომ სამშობლოში დაბრუნდებიან.

სულით მუდამ საქართველოში  ვართ. ვერ ვეგუებით უცხო ქვეყანაში ყოფნას, შვილებიც ქართული სულისკვეთების არიან და იმედით ვუყურებ მომავალ, რომ ერთ დღესაც ჩვენთვის საქართველოს მზე ამოვა – ამბობს ვერიკო.

Leave a Reply