სამი დღის წინ გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა. ის გვიან ღამით სამართალდამცველებმა გლდანი-ნაძალდევის პოლიციის სამმართველოს მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გაუჩინარების მიზეზი პოლიციელის მხრიდან მის მიმართ უღირსი ქმედება გახდა.

-“მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე. პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემს მიმართ ჩადენილი პატივაყრის ქმედების გამო მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩემი ნებით წავედი სიკვდილთან შესახვედრად, თუმცა პოლიციამ მომისწრო. ცუდად ვარ ხალხნო”, – განაცხადა  გერლიანმა.

Leave a Reply